კონფერენცია ,,სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება: კომუნიკაციიდან თანამშრომლობამდე“
20–21 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ საქართველო–სომხეთის ტრანს–სასაზღვრო კონფერენცია გაიხსნა ,,სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება:კომუნიკაციიდან თანამშრომლობამდე“. კონფერენცია პროექტის ,,საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით”(STAGE II) ფარგლებში ქეა საერთშორისო კავკასიისა და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს”(CiDA)ორგანიზებით ჩატარდა.
მრგვალი მაგიდა დმანისში ტურიზმის განვითარების პოტენციალზე
პროექტ STAGE II-ის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, დმანისში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სახელწოდებით - ტურიზმის როლი დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებაში.